გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა სოფელ ხელთუბანში საპროტესტო აქცია გამართეს

გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მშობლებმა და თანასოფლელებმა სოფელ ხელთუბნის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც გარდაცვლილი მოზარდის მშობლები ამბობენ, ისინი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას მათი შვილის გარდაცვალების შესახებ არ ეთანხმებიან.
” 20 თვე გავიდა სამართალი ვერ ვიპოვე. მივმართე ყველა სტრუქტურას , რათა გამოეძიებინათ ჩემი შვილის მკვლელობის რეალური მიზეზები, გარემოებები . ვითხოვთ რომ სასწაფოთ დაიჭირონ ექსპერტი მალხაზ მაჭავარიანი რომელმაც ცრუ დასკვნა დადო. შევხვდი გახარიას და მომცა პირობა რომ პირად კონტროლზე აიყვანდა, თუმცა ტყუილი აღმოჩნდა. ადამიანი რომელიც არის ახლა დაკავებული გარემოებების მსხვერპლია , ის უდანაშაულოა. კოჩუაშვილი უბრალოდ მანქანით მიადგა ჩემი შვილის სხეულს”,- ამბობს გარდაცვლილი დედა, ლალი ჯიოშვილი.

აქციას თავად დაკავებული ზვიად კოჩუაშვილის მამაც, შეუერთდა ტრისტანი კოჩუაშვილიც შეუერთდა. კოჩუაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
“ჩემი შვილის უდანაშაულოა. თუ დამნაშავე იყო რატომ არ დააკავეს იმ წუთასვე. რატომ მისცეს თბილისში წასვლის უფლება. ჩემი შვილი მანქანით მიადგა ძირს დაგდებულ ბიჭს და დაურეკა სასწრაფოს. ესაა ჩემი შვილის დანაშაული? ტყუილად ზის ციხეში. მეც შევუერთდი ამ აქციას ვითხოვ სწორად გამოიძიონ ეს საქმე”,- განაცხადა ტარიელ კოჩუაშვილმა.

ცნობისთვის 18 წლის თორნიკე მერაბიშვილის გარდაცვალების საქმეზე მისივე თანასოფლელი ზვიად კოჩუაშვილია დაკავებული, რომელმაც სოფლის შესასვლელში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი 18 წლის მოზარდი იპოვა.
აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას გორის პროკურატურის წინ გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები