ქუთაისში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში,  გზის საფარი და ფეხით სავალი ნაწილი მოწესრიგდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს . გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოში უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერეს.

„გრიშაშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, ქალაქის ისტორიულ უბანშია და ამ ქუჩის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის. მიმდინარეობს გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგება. დასრულების შემდეგ , გრიშაშვილის ქუჩა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გადასაადგილებლად კომფორტული ქუჩა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის“- განაცხადა ქ გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები