ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა და ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით ის გუშინ ლიტვიდან ჩამოფრინდა.
როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები და მიმდინარეობს დაკვირვება.