გაიყიდება თუ არა რკინიგზა – ფინანსთა მინისტრს ეს შესაძლებლად მიაჩნია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და მთავრობა ამაზე უნდა დაფიქრდეს.
მაჭავარიანის შეფასებით არსებობს არაერთი მაგალითი, როცა რკინიგზის პრივატიზებისას სახელმწიფო იტოვებს ინფრასტრუქტურას, ასევე მიწას, ხოლო გადაზიდვები და „ტრეიდინგი“ კომერციალიზაციას ექვემდებარება.
„ჩვენს ოჯახებში, ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი ყველა კერძო კომპანიის მიერ მოგვეწოდება. ჩვენს შვილებს სითბო ექნება თუ არა, ამაზე სტრატეგიულია ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე? ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება“, – აცხადებს მაჭავარიანი.
ვანო მაჭავარიანის განცხადებით,როცა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზებაზეა საუბარი ხშირ შემთხვევაში მთავრობები ფრთხილობენ.თუმცა, მისი თქმით, ფაქტია,რომ ამ შემთხვევაში ეფექტურობა და სარგებელი მეტია.