ხაინდრავა მერაბიშვილზე: როგორც მკვდარზე „ვენოკი”, ისეა ახლა ოპოზიციისთვის მისი გამოსვლა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებისას გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი ციხიდან გამოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის.

„დროულად გამოვიდა. როგორც მკვდარზე „ვენოკი”, ისეა ახლა ოპოზიციისთვის მისი გამოსვლა. ეს ფარჩაკი რისი დამმხობია. ერთადერთი, რაც მაგას შეეძლო, ეს არის ზურგიდან ადამიანებისთვის უბედურების მოტანა, მეტი არაფრის თავი არასდროს არ ჰქონდა. რუსული შეკვეთების ყველაზე დიდი შემსრულებელი, სააკაშვილთან და მის ბიძასთან ერთად, ვანო მერაბიშვილი იყო და ახლა ჩაჰკიდებენ ხელს ერთმანეთს ეგ, ელენე ხოშტარია, გრიგოლ ვაშაძე, ნინო ბურჯანაძე და საბჭოთა ჰიმნით ივლიან აქეთ-იქით და ქვეყანა „აშენდება”. ზუსტად ამისთვისაა ზედგამოჭირილი მისი გამოსვლა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა, რა დროსაც მან საზოგადოებას „გარანტია მისცა”, რომ ივანიშვილის ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები