ია მეტრეველი მერაბიშვილზე: კარგად გვახსოვს თქვენი სისხლის მდინარეები, ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ეღირსებით

ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, ხალხი თქვენს მობრუნებას არ დაუშვებს, – ასე გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერისა და ექს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.

“ეს, ხედავთ კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას თქვე დაუნდობელო ჯალათებო. რაც არ უნდა შეცდომები ჰქონდეს ოცნებას, ხალხი თქვენ უკან არ მოგიშვებთ. კარგად გვახსოვს თქვენი სისხლის მდინარეები, თქვე დაუნდობელო მკვლელებო”, – წერს მეტრეველი.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები