გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტს გაზი შეუწყდება
გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება,- ინფორმაციას კომპანია “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:
ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში მდებარე შპს „პალა ჯგუფის“, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს ,,ვექტორის“, ბ. ჟღენტის ქუჩაზე – III და IV პლატოს შორის (იგივე ბ. ჟღენტის ქ. 5) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის მდებარე შპს „მს დეველოპერის“, ნუცუბიძის III მ/რ, ნაკვ. 11/013-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხვამლის ქ. 25-ში – ამხ. „მანაჰაუსის“, ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის (ფერმწერთა, ინტენსიფიკაციის, ხუროთმოძღვართა, ონკოლოგიურის ფერდობის მიმდებარედ, ალ. ბანძელაძის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, კ. კაპანელის, ბ. ჟღენტის) მოსახლეობას. გაზმომარაგება, ასევე, შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათშორის: #192 და #201 ბაგა-ბაღებს, #102 საჯარო სკოლას და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 21 თებერვლის 10.00 საათიდან და 18.00 საათამდე დასრულდება.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია აბონენტების უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.
გთხოვთ, დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები.