საქართველოს ელჩი ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, არვო ალლერთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეები სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ დინამიკურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას მიესალმნენ და ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ესტონეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენის ხელშეწყობის, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზებს.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ესტონეთთან შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები განიხილეს.

ესტონურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოსთან თანამშრომლობა და შესაბამისი მხარდაჭერა იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები