ოხანაშვილი მერაბიშვილზე: ზედმეტია პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული

ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა კანონის შესაბამისად მოქმედება.

„ჩემი შესაფასებელი არ არის კონკრეტული პირის პასუხისგებაში ყოფნა/არ ყოფნის საკითხი. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თუ ვინმემ მოიხადა სასჯელი და აღსრულდა სამართლიანობა, ითვლება, რომ დასრულდა ეს პროცესი. ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული, მსჯავრდებულია და სასჯელის მოხდის შემდგომ ციხიდან უნდა გამოვიდეს,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები