Bellingcat: ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაგეგმა
ბერლინში, 23 აგვისტოს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობის დაგეგმვა და ორგანიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოახდინა.
ამის შესახებ Bellingcat წერს.
გამოცემა ინფორმაციას Der Spiegel-სა და The Insider-ის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებულ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „მკვლელი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოამზადა და მას ყალბი დოკუმენტები გადასცა“.
გავრცელებულ ინფორმაციას ფსბ-ში ჯერ არ უპასუხეს, ზოგადად კი, რუსეთი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.