ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრიორიტეტულ საკითხებად სასმელი  წყლის სათავე-ნაგებობა მოწესრიგება,  გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა განისაზღვრა.

ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 30 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდა.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში დასახელებული პრიორიტეტები კრების ოქმით დადასტურდება და პროექტებზე სატენდერო პროცედურები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები