ნაკლებად ცნობილი ფაქტორები, რომელიც კიბოს იწვევს

ჭარბი წონის, არასწორი კვებისა და მოწევის გარდა, არსებობს კიდევ საკმაოდ გავრცელებული მავნე ჩვევები, რომლებმაც, შესაძლოა, ავთვისებიანი სიმსივნის პროვოცირება მოახდინონ. ამის შესახებ გერმანელმა მედიკოსებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ცხელი სასმლის და სუპების ხშირი მიღებაც ქმნის. საქმე ისაა, რომ სითხე, რომლის ტემპერატურა 65 გრადუს ცელსიუსს აღემატება, საყლაპავი მილის ქსოვილებსა და უჯრედებს აზიანებს, რაც შეიძლება ონკოლოგიის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

კანის დაბერების და მისი კიბოს განვითარების რისკი დიდია, თუ ადამიანი ხშირად დაფრინავს და ფანჯარასთან ჯდომას ამჯობინებს, რადგან ავიალაინერის შუშები UVA სხივების 47 პროცენტს ვერ აკავებს.

პიკის საათში საშიშია ავტომობილი, რომლის შუშა ჩაწეულია. დიზელის საწვავის გამონაბოლქვი ფილტვებისა და შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკებს ზრდის.

მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ ონკოლოგიური დაავადებების განვითარების საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ძილის წინ ადამიანი სმარტფონებსა ან სხვა გაჯეტებს იყენებს, რადგან მათი ნათება ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავებას აფერხებს.

ღვიძლის, პირის ღრუს, ყელის და სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი იზრება, თუ ადამიანი ალკოჰოლური სასმელისკენ არის მიდრეკილი.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები