დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული გეგმის შემუშავება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებითაა განსაზღვრული. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი, აგრეთვე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები.

აღინიშნა, რომ ეროვნულმა გეგმამ ენერგეტიკული გაერთიანების ხუთივე ასპექტი უნდა მოიცვას, მათ შორისაა, სოლიდარობის და თანამშრომლობის მეშვეობით ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების უზრუნველყოფა, ენერგოეფექტურობის ამაღლება, ტექნიკური ბარიერებისა და ნორმატიული ბარიერების გარეშე ენერგიის თავისუფალი მიწოდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სხვ.

შეხვედრაზე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდება პროფილური ჯგუფები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, რათა საბოლოო ჯამში, საქართველომ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები