გორის მერი: პროვოკაცია იყო, ოხერას უბანს წყალი შეგნებულად გადაუკეტეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ სასმელი წლის მოთხოვნით აქცია გართა. ოხერას უბნის  მცხოვრებლების განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, რასაც ადგილობრივები სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებდნენ.
როგორც გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ,,რეგიონულ კვირას ” განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალი ხარისხით არის ჩატარებული, რაც შეეხება სასმელი წლის არ არსებობას, მისი თქმით, წყლის სისტემის ცენტრალური საკეტი შეგნებულად გადაკეტილი იყო  და მოსახლეობას დღესვე, წყლის მიწოდება აღუდგება.
,,ადგილზე მუშაოებენ სპეციალისტები. ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროა როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. ვიღაცის მიერ გადაკეტილი იყო ცენტრალური ჩამკეტი, რაც მოსახლეობის პრობლემის მიზეზი გახდა. უბან ოხერას დღესვე მიეწოდება წყალი. სპეციალისტებმა გადახანეს ჩამკეტი და მიმდინარეობს მილებში წყლის გაშვების პროცესი”,-  განაცხადა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები