რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობას ასახელებს – გეგმავს თუ არა მოსკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ადნრეი რუდენკოვის თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც თბილისში რუსოფობური კამპანია შეწყდება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხე აღარ იარსებებს.
ამის შესახებ დიპლომატმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„შეზღუდვის გაუქმებაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ამისთვის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი. პირველ რიგში, საუბარია საქართველოში ვითარების დასტაბილურებაზე, რუსოფობური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ყოველგვარი საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ“, – თქვა რუდენკომ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის საკითხი, მოსკოვსა და თბილისის დღის წესრიგში არ დგას.
„მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ მის განხილვას, როდესაც ორმხრივი ურთიერთობაში გასულ წელს წარმოქმნილი კრიზისის ნეგატიური შედეგების გადალახვა მოხერხდება“, – აღნიშნა ანდრეი რუდენკომ.