Travel Guide-სა და Grand Travel-ის ერთობლივი პროექტის “საავტორო ტური – ახალი სიტყვა ტურიზმში” პრეზენტაცია გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინსების გრანტების პროგრამის მესამე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი Travel Guide მომხმარებელს ახალ პროექტს სთავაზობს.

10 თებერვალს, 17:00 საათზე ტექნოპარკში (მის: ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა) Travel Guide-სა და Grand Travel-ის ერთობლივი პროექტის “საავტორო ტური – ახალი სიტყვა ტურიზმში” პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაზე Travel Guide-ის გენერალური დირექტორი გუჯა ნარიმანაშვილი წარადგენს ტურიზმის ახალ მიმართულებას “საავტორო ტურებს” და ისაუბრებს მის როლსა და სარგებელზე ტურიზმის სფეროში. ტურის ავტორი ია ნაჭყებია კი დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნობს საავტორო ტურის, “Terra dei motori”-ს დეტალებს, რომელიც მოიცავს ისეთი შედევრების ფაბრიკა-შოურუმების მონახულებას, როგორებიცაა: ლამბორგინი, ფერარი, მაზერატი, პაგანი და ა.შ.

ღონისძიებას ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები დიზაინისა და ინჟინერიის განხრით და ავტომოყვარულები დაესწრებიან.

Travel Guide – ინოვაციური ტურისტული პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები