ყაზანში რუსეთის დუმის დეპუტატის ვერტმფრენი ჩამოვარდა – ბორტზე, სავარაუდოდ, მფლობელიც იმყოფებოდა
ყაზანის მახლობლად, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, აირათ ხაირულინის, კუთვნილმა, Bell-ის ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბორტზე, თავად დეპუტატიც იმყოფებოდა.
„ინტერფაქსი“ სატრანსპორტო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ კერძო ვერტმფრენში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
„იზვესტიას“ ინფორმაციით, საჰაერო ჰომალდი ყაზანიდან გამოფრინდა და რადარებიდან 28 კმ შემდეგ გაქრა.
დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.