თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

კომპანიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის, ნიშნიანიძის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათაძის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ჭილაძის, ცოტნე დადიანის და ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დიდუბის დასახლების, მექანიზაციის, შერვაშიძის, ხუდადოვის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, ადამიას, კვარაცხელიას, ყუბანეიშვილის, კარტოზიას, ერისთავის, მოლითის, ტოროშელიძის და ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, მახათას, სევანის, დმანისის და მთავარანგელოზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები