“ჩვენი ამოცანაა მშვიდად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის მეტი ვერაფერი მოუტანა საქართველოს”

“ჩვენი ამოცანაა მშვიდად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის და პრობლემების მეტი ვერაფერი მოუტანა საქართველოს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიაში ყველა მზადაა მმართველი გუნდის დასამარცხებლად.

“ევროპული საქართველო” რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება – მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება”. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს ახალი შეთანხმებული, თუ დღევანდელი სისტემა, მზად ვართ “ქართული ოცნების” დასამარცხებლად. მიმდინარეობს კოორდინაცია და შეთანხმება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციაში. დღეს გავიარეთ კონკრეტული პარტიული აქტივობების გეგმა, ჩვენი კონკრეტული შიდა საკითხები, რომელიც შეეხება სიის ფორმირებას, მაჟორიტარების დასახელებას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები