რუმინეთის პარლამენტმა მთავრობა გადააყენა
რუმინეთის პარლამენტმა, პრემიერ-მინისტრის, ლუდოვიკო ორბანის, მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა.
სოციალ-დემოკრატების ინიციატივას მხარი რუმინეთის „უნგრელების დემოკრატიულმა კავშირმა“დაუჭირა, რომელიც ქვეყანაში უნგრელების უმცირესობას წარმოადგენს.
პარლამენტის სპიკერმა, მარჩელ ჩოლაკმა, განაცხადა, რომ „უმრავლესობის შესაქმენლად პრობლემა არ ექნება“.
მისივე თქმით, პარტია ProRomania-ს ლიდერთან, ვიქტორ პონტოისთან, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საერთო კანდიდატურაზე სურს საუბარი.
მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების ინიციატივა 30 იანვარს პარლამენტში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაარეგისტრირა.
დოკუმენტის თანახმად, ორბანის მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. მას ბრალად ედება კანონებში უამრავი შესწორებების შეტანა, რომლებიც კონსულტაციებისა და განხილვების გარეშე, ცალმხრივად იქნა განხორციელებული.
ორბანის მთავრობა მოვალეობას ახალ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე შეასრულებს.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, ორბანი პრემიერ-მინისტრად 2019 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა წინა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.