მოძრაობა “შეცვალეს” წევრები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ
მოძრაობა “შეცვალეს” წევრები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
“შეცვალეს” ერთ-ერთი წევრის, გიორგი კუპატაძის განცხადებით, მიუღებელია ის შეფასებები, რომლებიც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დღეს, ქვეყანაში სიღარიბის დონის შესახებ გააკეთეს და თქვეს, რომ ბავშვები საქართველოში არ შიმშილობენ.
“ქვეყანას ჰყავს რეალურად ან უვიცი ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის პრობლემატიკა არ იციან ან, არიან ძალიან მატყუარა ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც თვალებში ნაცარს გვაყრიან, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის. ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი არიან ადამიანები, რომლებსაც საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ამ დროს, კი რევაზ არველაძე და მისნაირები აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე საქართველოში არ არის შიმშილი და შიმშილობას ოპოზიცია იგონებს, ეს არის მარაზმი”, – განაცხადა კუპატაძემ.