ირანში CIA-ის აგენტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ირანში, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს, სავარაუდო აგენტს, ქვეყნის ბირთვული პროგრამის სფეროში ჯაშუშობისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
ამის შესახებ ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გოლიამ ჰოსეინ ისმაილიმ, განაცხადა.
„ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ერთ-ერთ ჯაშუშს, ამირ რახიმპურს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ის აშშ-ის დაზვერვისთვის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა“,- აღნიშნა ისმაილიმ.