თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყაროთ უბნის დასახლების, გლდანის III, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის (გლდანი), იაკობის და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის და პატარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება იონა მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახელების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, ზღვისუბნის დასახლებია XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, გურამ ქუთათელაძის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), საექიმოს, ავშნის და სოფო მგელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები