თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის ცნობით, მთაწმინდის რაიონი ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერის ბაღის, მელიქიშვილის, კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის და ქიჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 -დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე კი ელექტროენერგია არ ექნებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00- დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის, ხუდადოვის და აჭარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო ჩუღურეთის რაიონში, 10:00 -დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხუდადოვის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.14:30 -დან 15:30 საათამდე კი ელექტროენერგია არ ექნება ჩეჩელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამრეწველო დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის, ბესიკ გეთიას, არსენ იყალთოელის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00- დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბერი გაბრიელ სალოსის და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 -დან 18:00 საათამდე კი ელექტროენერგია არ ექნება მახათას, მთავარანგელოზის და დმანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.12:00-დან 18:00 საათამდე კი ელექტროენერგის მიწოდება შეეზღუდებათ შროშის, მცხეთის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 -დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს. 16:00 -დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414 დივიზიის და მუხრანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები