რუმინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
რუმინეთში, ვრანჩას ოლქში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის დედამიწის ფიზიკის განვითარებისა და კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში განაცხადეს.
მიწისქვეშა ბიძგები, ადგილობრივი დროით 3:26 საათზე, 140 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიწისძვრა მეზობელ მოლდოვაშიც იგრძნობოდა.