ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პიკს 7-10 დღეში ელოდებიან

ჩინეთში კორონავირუსის პიკი, დაახლოებით, 7-10 დღეში დადგება, თუმცა დაავადების მასშტაბური ზრდა არ იქნება.

ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის თავმჯდომარემ, ჩჟუნ ნანშანმა, განაცხადა.

„რას შეეხება კითხვას, როდის იქნება პიკი, რთულია ამის ცალსახად თქმა. თუმცა, ვფიქრობ, დაახლოებით ერთ კვირაში, 10 დღეში დადგება, მაგრამ მასშტაბური ზრდა არ იქნება“, – განაცხადა ნანშანმა.

თავის მხრივ, ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა, ლი სინვანმა, განაცხადა, რომ კორონავირუსი 2019-nCoV ადამიანთან კონტაქტის შედეგად გადადის, იმ შემთხვევაში თუ ის ხელის კანზე მოხვდება და ადამიანი ხელს თვალზე მიიდებს.

„ამიტომ, საჭიროა დამცავი ნიღაბის ტარება, ხელების ხშირი დაბანა – რაც ვირუსის გავრცელების რისკს შეამცირებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, შეძლებისდაგვარად საჭიროა მჭიდრო კონტაქტებისგან თავის შეკავება, რადგან დაინფიცირება ერთიდან ორი მეტრის დაშორებიდანაც არის შესაძლებელი. მისი თქმით, კორონავირუსი, პირველ რიგში, ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემით, დაავადებულთა რაოდენობა 4515 ადამიანს შეადგენს, მათგან 106 ლეტალურად დასრულდა, 60 ადამიანი განიკურნა დ ბინაზე გაეწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები