მაღალმთიან აჭარაში გზების თოვლის საფარისგან წმენდა მიმდინარეობს

0

დილიდან მაღალმთიან აჭარაში გზების თოვლის საფარისგან წმენდა მიმდინარეობს.
მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადი დანიშნულების გზების წმენდა რამდენიმე საათში სრულად დასრულდება. დაწყებულია შიდა საუბნო გზების გასუფთავება.
დილიდან ხულოში, შუახევსა და ქედაში 46 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა რეგიონის მასშტაბით სრული დატვირთვით გუშინაც მუშაობდა. 40 ერთეულმა ტექნიკამ წმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე გააგრძელა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ამ ეტაპზე საავტომობილო გზების არცერთ მონაკვეთზე შეფერხება არ არის.

კომენტარები

კომენტარი