ქარელში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქარელში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , დაათვალიერეს ქ. ქარელში ცენტრალური სტადიონის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“პროექტის ფარგლებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გათვალისწინებულია: ხელოვნური საფარის,

800 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების,

გასახდელების, მსაჯთა ოთახის, ღობის განათების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები.

პროექტს ახორციელებს შპს „კვადრელი”.

სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 993 993 ლარს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები