შაკო კუჭაშვილი: მელაძის “პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა – ადგილობრივი პროპგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით
დღეს მელაძის “პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა – პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მას მაშინვე სიზუსტით უპასუხებდა ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ.
როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას სწორედ ასეთი მთავრობის მეთაური სჭირდება – მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს.
“ადგილობრივი პროპგანდისტი ნატო გოგელია არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით და მას მაშინვე უპასუხებდა წარმოუდგენელი სიზუსტით ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ.
სწორედ ასეთი პრემიერი სჭირდება ქართველ ხალხს. მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს პრემიერის ძლიერ უნარებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი და სახელისუფლებო გუნდი ფასებით კმაყოფილები არ არიან, რაც ინფლაციასთან ბრძოლის აქტიურ ნაბიჯებშიც ჩანს. თუმცა, შედეგებს დრო სჭირდება და ეს პროცესი მხოლოდ ადგილობრივ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული,” – წერს შაკო კუჭაშვილი.
