ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა.