აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემაში მათი როლის გამო, აშშ-ის მთავრობამ 35 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა.
სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა განაცხადა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ირანის მთავრობას ან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს „საბაჟო“ გადასახადს გადაუხდის, მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
სანქციები მიმართულია იმ ქსელებისკენ, რომლებმაც ირანის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, საშუალება მისცეს, წვდომა ჰქონოდათ საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე, რათა მიეღოთ გადახდები უკანონო ნავთობის გაყიდვებისთვის, შეეძინათ მგრძნობიარე კომპონენტები რაკეტებისა და სხვა იარაღის სისტემებისთვის და გადაერიცხათ თანხები ირანელი ჩინოვნიკებისთვის.
„ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა მისი სამხედროებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ ხერხემალს წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთში ძალადობას და ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გლობალურ ვაჭრობას არღვევს“, – განაცხადა ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.