“თუკი გადავხედავთ ბატონი გეკა გელაძის განვლილ საქმიანობას, შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ასეთი ხელმძღვანელის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია” – ვოლსკი

“თუკი გადავხედავთ ბატონი გეკა გელაძის განვლილ საქმიანობას, შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ასეთი ხელმძღვანელის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან სუს-ის უფროსად გეკა გელაძის დანიშვნაზე ისაუბრა.

“უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, გამოწვევები ძალიან სერიოზულია. თუკი გადავხედავთ ბატონი გეკა გელაძის განვლილ საქმიანობას, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ასეთი ხელმძღვანელის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. აქ საგანგებო როლს თამაშობს კოორდინაცია სხვა ძალოვან სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უსაფრთხოების საკითხებზე – კარგად იცნობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და ეს არ არის მხოლოდ ოპერაციები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით არაერთხელ ჩატარდა, თუნდაც ნარკოტიკების წინააღმდეგ – ეს არის მთელი სისტემა, რომელიც საკმაოდ გამართულად, კარგად და ხარისხიანად მუშაობს. საკმაოდ კარგი საკადრო შემადგენლობა აქვს როგორც ერთ, ასევე მეორე სისტემას და ვფიქრობ, ის თემები, რაზედაც საუბარი ჰქონდა კომიტეტზე, იქნება საგანგებო განხილვის საგანი სულ ცოტა ხანში, როდესაც იგი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები