CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს განახლებულ სამშვიდობო წინადადებას

პაკისტანელი მედიატორები ირანისგან ომის დასრულების შესახებ განახლებულ წინადადებას უახლოეს დღეებში ელოდებიან, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ის ადრინდელ ვერსიას არ მიიღებს, – ამის შესახებ CNN-ს მედიაციის პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.

წყაროების ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დღეს რუსეთში ვიზიტის შემდეგ თეირანში უნდა დაბრუნებულიყო. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ ის რეჟიმის ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, ეს პროცესი ნელია უზენაეს ლიდერ მოჯთაბა ხამენეისთან კომუნიკაციის სირთულის გამო, რომლის ადგილსამყოფელიც საიდუმლოდ ინახება.

ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის მიერ შაბათ-კვირას წარდგენილი წინადადების ვერსიას არ მიიღებს, რომელიც ჯერ ომის დასრულებას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უფრო რთული საკითხების მოგვიანებით მოგვარებას ითვალისწინებს.

წყაროების განცხადებით, პროცესი გრძელდება და ცვალებადია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, წარადგენს თუ არა ირანი განახლებულ წინადადებას, რომელიც აშშ-ისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები