გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ ისაუბრა მოახლოებულ აფხაზეთობის დღესასწაულზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთობის კვირეული 18-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გაზრდას.
მთავრობის წევრებმა დეტალურად განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხები და აქტივობების ეფექტიანი განხორციელების გზები.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე.