გორში ბავშვთა სამედიცინო ცენტრი “იავნანა” სრულად რეაბილიტირდა

გორში განახლებული ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ გაიხსნა.  საზეიმო ცერემონიალს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი დაესწრნენ, პერსონალს მიულოცეს და რეაბილიტირებული სივრცეები დაათვალიერეს.
,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ სამკურნალო-პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური ცენტრია, რომელიც წლიურად საშუალოდ 11 000 პაციენტს უწევს მომსახურებას.
ცენტრი დაახლოებით 70 საწოლზეა გათვლილი და პედიატრიულ სტაციონარს, ნეონატოლოგიურ და ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებებს აერთიანებს. ,,იავნანაში“ ფუნქციონირებს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ნაბიჯები-ნაბიჯებიც“, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით არაერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს უწევს მომსახურებას.
2011 წლიდან სამედიცინო სერვისების, მიმართულებების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო, ამოქმედდა ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სერვისი, ცოტა ხნის წინ დამონტაჟდა ბეკმან კულტიერის სისხლის ანალიზატორი, რომელიც დიაგნოსტიკის დარგში მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ბრენდი და ლიდერია სიზუსტის და სანდოობის კოეფიციენტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები