ესპანეთში შტორმ „გლორიას“ 5 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში შტორმ „გლორიას“ ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ გამოცემა Europa Press სამართალდამცავ სტრუქტურაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ამჟამად, შტორმი საფრანგეთში, აღმოსავლეთ პირენეის ტეროიტორიაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის გამო, საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა.
მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის დამატებით 350 თანამშრომელი.