დავით სერგეენკო: როდესაც სუბარმა და თალაკვაძემ C ჰეპატიტის პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი, თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი
როდესაც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ C ჰეპატიტის პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი, თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, 2014 წელს საქართველომ მსოფლიოს ყურადღება ორი ფაქტორით მიიქცია.
“ჩვენ ვიცოდით, რომ გამოდიოდა პრეპარატი, რომლის ერთი კურსიც 84 000 დოლარი ღირდა, 2014 წლის დასაწყისში გლობალურ ჯანდაცვაში ცე ჰეპატიტის ელიმინაციაზე ზრუნვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა საქართველომ 2014 წლის დასაწყისში მიიქცია მსოფლიოს ყურადღება ორი ფაქტორით: როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე არსებობდნენ ექიმები და მეცნიერები მაღალი მიღწევებით შიდსის მართვაში და სადაც არა მხოლოდ პრიორიტეტად გამოცხადდა, არამედ უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამ პროგრამის კომპლექსურობას. როდესაც გაზაფხულზე სოზარ სუბარმა და არჩილ თალაკვაძემ ამ პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი. თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი. ამ მედიკამენტზე კონსოლიდირებულმა შესყიდვამ ჩვენ საშუალება მოგვცა 60% ჩამოგვეწია ფასი დანარჩენი მოსახლეობისთვის. უკვე ზაფხულში პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ეს პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოგვარდეს. მაშინ ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო ამ ამოცანის კონტურები, იმიტომ, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი „სოვალდი“ 2013 წლის დეკემბერში გამოვიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ გამოდიოდა რაღაც პრეპარატი, რომლის ერთი კურსიც 84 000 დოლარი ღირდა, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი საშუალოდ 80% იყო. 2014 წლის დასაწყისში გლობალურ ჯანდაცვაში ამ დაავადების ელიმინაციაზე ზრუნვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. საქართველომ 2014 წლის დასაწყისში მიიქცია მსოფლიო ყურადღება ორი ფაქტორით: როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე არსებობდნენ ექიმები და მეცნიერები მაღალი მიღწევებით შიდსის მართვაში და სადაც არა მხოლოდ პრიორიტეტად გამოცხადდა, არამედ უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით“, – განაცხადა სერგეენკომ.