გოგა ხაინდრავა: გიგა ბოკერიას ერთადერთი, ვისთანაც ბობოქრობა შეუძლია, ქალებია

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში თავხედი, უწიგნური, ბნელი ადამიანები არ ილევიან და ეს, პირველ რიგში, გიგა ბოკერიაა”, – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

ხაინდრავამ ბოკერიას „ბნელეთის მოციქული” უწოდა.

„უზრდელი, თავხედი და ბნელი. ბოკერია ბნელეთის მოციქულია. სისხლისმსმელი ადამიანი, რომელმაც სიბნელე შექმნა საქართველოში, სააკაშვილთან ერთად, და ფიქრობს, რომ ეს ოდესმე უკან დაბრუნდება. ვფიქრობ, ყოვლად შეუწყნარებელია ის ტონი, რა ტონითაც ის ელაპარაკება თავის კოლეგა დეპუტატებს. რაც შეეხება თეა წულუკიანის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, ბნელი, უვიცი და უწიგნური თავად ბოკერიაა. თანაც თავხედი და ლაჩარია. ერთადერთი, ვისთანაც მას ბობოქრობა შეუძლია, ეს არის ქალები. კაცებთან მას არასოდეს არაფერი გასდიოდა და არც გაუვა. იმიტომ რომ ლაჩარია, ისევე როგორც მისი ბელადი სააკაშვილი და მთელი მათი წრე. მან უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში პასუხისგება უზრდელობაზე და უტიფრობაზე არ დაკარგულა”, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, გიგა ბოკერია ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა. მან წულუკიანს „ბნელი, უვიცი და უწიგნური” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები