პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ონის მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
პროექტ GRETA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის-შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაო ჯგუფმა ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში. განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა -განხილვას, ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.