კახა კალაძე: ბატონი ელისაშვილი არის უბინძურესი ადამიანი, რაც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა

კახა კალაძე პასუხობს “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თქმითაც, კალაძემ “ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეუთვალა, რომ მას თუ ხელს არ ახლებენ, ის საჭირო დროს დაუპირისპირდება ივანიშვილს და მის ჩამოგდებაში დანარჩენ პოზიციას დაეხმარება. ” კალაძე ელისაშვილის ინფორმაციას ბრალდებას და შეურაცხყოფას უწოდებს, ოპონენტს კი “უბინძურეს ადამიანად” მოიხსენიებს.

“მე ყოველთვის ვცდილობ, იმ ბრალდებებზე, შეურაცხყოფებზე, რაც ისმის ელისაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან ყოველთვის ვიყო თავშეკავებული. ჩემს თავს არ ვაკადრებ ვუპასუხო, ის რისი ღირსიც არის ბატონი ალეკო ელისაშვილი. ჩემს თავს ვცემ პატივს, მის ოჯახს ვცემ პატივს. ბატონი ელისაშვილი არის ყველაზე უბინძურესი ადამიანი რაც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, სხვას მეტს არაფერს ვიტყვი”, – აცხადებს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები