შალვა პაპუაშვილი: საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“

“საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რაზე მიუთითებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოზიტიური შედეგები საქართველოსთან მიმართებით.

„ეს [ანგარიში] მიუთითებს, რომ ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს ხოლმე, ფაქტობრივად, ჩამოწერილები ვყავართ და ჩვენი განვითარების მთავარ მაგალითად გვისახავს მოლდოვას და უკრაინას, სადაც ვხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციას, კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს. ზოგადად, პრობლემას იმ მხრივ, რომ გუშინწინაც იყო მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადება, ისინი გეგმა B-დ, განიხილავენ რუმინეთთან მიერთებით ევროკავშირში გაწევრიანებას და არა როგორც სუვერენული სახელმწიფო, ისე. ვხედავთ უკრაინასთან მიმართებით, მათ შორის გერმანიის კანცლერის განცხადებას და სავარაუდოდ, ტერიტორიული დათმობები იქნება მშვიდობის ერთ-ერთი წინაპირობა და ევროკავშირში რაიმე წინსვლის.

ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ ზოგიერთი უცხოელი ყვავივით დაგვჩხავის და ელიან, როდის არ იქნება ისეთი მაჩვენებელი, რომელსაც ელის მთავრობა და შემდეგ ნიშნისმოგებით გვესაუბრონ, თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას. ამის საპირისპიროდ, საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები