ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი შენდება

ხაშურს 2020 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება. პროექტის მიხედვით. ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანთან ერთად მოეწყობა განათება და სარწყავი სისტემა, ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი  საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანასებით ახორციელებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია. სამუშაოები 2019 წლის მაისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები