ტაილანდის მეფე ქვეყნის პირველი მმართველი მონარქი გახდება, რომელიც ჩინეთს ეწვევა

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი დღეს ჩინეთში ჩავა, რაც ტაილანდის მოქმედი მონარქის პირველი ვიზიტი იქნება,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით ხორციელდება, რათა აღინიშნოს ორ ქვეყანას შორის 1975 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50 წლისთავი. როგორც ცნობილია, ჩინეთი ამ ვიზიტს უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს.

ტაილანდი ოფიციალურად კვლავ აშშ-ის სამხედრო მოკავშირეა, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები ბოლო წლებში თანდათან უფრო მჭიდრო გახდა.

ტაილანდის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტი „ხაზს უსვამს ტაილანდსა და ჩინეთს შორის ყველა დონეზე არსებულ ღრმა მეგობრობასა და ურთიერთგაგებას“.

დედაქალაქ პეკინში ვიზიტის დროს მეფე და მისი მეუღლე, დედოფალი სუთჰიდა, ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.

პრეზიდენტი სი ძინპინი და მისი მეუღლე ასევე ტაილანდის სამეფო ოჯახისთვის სახელმწიფო ბანკეტს გამართავენ.

როგორც მედია აღნიშნავს, ჩინეთი ტაილანდის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და სამხედრო აღჭურვილობის წყაროდ აშშ-ის სულ უფრო მეტად კონკურენტი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები