ბოჟაძე – სააკაშვილზე: ადამიანი, რომელმაც ექიმის და წამლის გარეშე დაამარცხა დემენცია და გამოჯანმრთელდა, რა თქმა უნდა, იმსახურებს დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში

“ადამიანი, რომელმაც ექიმის და წამლის გარეშე დაამარცხა დემენცია და გამოჯანმრთელდა, რა თქმა უნდა, იმსახურებს დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ის მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.

„ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები