ლავროვი: რუსეთი ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტისთვის მზადაა
რუსეთი კვლავ ღიაა ბუდაპეშტში რუსეთ-აშშ-ის სამიტის ჩასატარებლად და ორ მხარეს შორის დიალოგი გრძელდება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ კვლავ მზად ვართ ბუდაპეშტში მეორე, რუსეთ-ამერიკის სამიტის ჩასატარებლად, თუ ის ნამდვილად დაეყრდნობა ალასკის კარგად განვითარებულ შედეგებს. თუმცა, თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული. რუსეთ-ამერიკული კონტაქტები გრძელდება“, – თქვა მან.
ლავროვმა განაცხადა, რომ „ფაინენშალ თაიმსმა“ მოვლენების „ცრუ ვერსია გამოაქვეყნა“ მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტის სამიტის გაუქმება უკრაინის შესახებ მემორანდუმს დაუკავშირა, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთი ეყრდნობოდა.
მან აღნიშნა, რომ გაზეთმა „მოვლენების არსი და თანმიმდევრობა დაამახინჯა, რათა მოსკოვი დაედანაშაულებინა”.