,,ქალი ფერმერებისთვის სასწავლო ტრენინგი ხუთივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა” – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში სასწავლო ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში სასწავლო ტრენინგების ჩატარებას.
,,პროგრამის ფარგლებში, რეგიონში გადამზადდა 50 ქალი ფერმერი, სამომავლოდ იგეგმება აღნიშნული პროგრამის გაფართოება და ქალების აქტიური ჩართვა სოფლად არსებული საოჯახო მეურნეობების გაძლიერების მიმართულებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.