ოზურგეთის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის” პრიორიტეტების და პროგრამების საკითხებზე იმსჯელა

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერის მოადგილეებმა – ბექა ჩხიკვიშვილმა, გურამ გოლიაძემ და სოფო რამიშვილმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან ერთად „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის” პრიორიტეტების და პროგრამების საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებმა, დეტალურად წარადგინეს ბიუჯეტი და შესაბამისი ახსნა-განმარტებები გააკეთეს მერიის პროგრამებზე.
შეხვედრაზე, განიხილეს პროგრამები და განსაზღვრეს დაფინანსების ოდენობა სხვადასხვა პრიორიტეტზე.
2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განსახილველად, საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობის შესაბამისად, 15 ნოემბერს ოზურგეთის საკრებულოს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები