სარჯველაძე – სააკაშვილზე: ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, ის უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები