მაია ბითაძე – სააკაშვილზე: აბსოლუტურად ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება, უფრო მეტიც – ციხიდან პოსტებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს
“ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება, უფრო მეტიც – ციხიდან პოსტებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომ უნდა გააქროს და აღგავოს ქვეყნიდან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მაია ბითაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.
“სავარაუდოდ, ძალიან დიდი ხანია უკვე, იძლევა სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა იმის შესაძლებლობას, რომ იგი დაბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა, ამჟამად, სავარაუდოდ, სამედიცინო დასკვნები გახდა იმის საფუძველი, რომ პატიმარი სააკაშვილი დაბრუნებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება, უფრო მეტიც – ციხიდან პოსტებით ემუქრება საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომ უნდა გააქროს და აღგავოს ქვეყნიდან,” – აცხადებს მაია ბითაძე.