“რეალობა საქართველოში არის სრულიად განსხვავებული და, მათ შორის, ეს მტკიცდება თავად ევროკომისიის შეფასებების მიერ”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ეს არ არის ფაქტებზე დაფუძნებული განხილვა თუ შეფასება. ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი შეფასებები. რეალობა საქართველოში არის სრულიად განსხვავებული და მათ შორის ეს მტკიცდება თავად ევროკომისიის შეფასებების მიერ, როდესაც საუბარია მმართველობაზე, ეფექტიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით საქართველო წინ არის მოლდოვასა და უკრაინაზე. თუმცა, ჩვენი მიზანი არ არის – ან უკრაინას დავეტოლოთ, ან მით უმეტეს, მოლდოვას შევედაროთ. ჩვენი მიზანია ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, ქვეყნის მშენებლობა, წინსვლა და კეთილდღეობის მოპოვება“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან.